სომხეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რვა პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რვა პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 95 შემთხვევა გამოვლინდა, 778 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით რვა პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

6 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 340 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 321 884 პაციენტი გამოჯანმრთელდა.