სომხეთში კორონავირუსის 934 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი
სომხეთში კორონავირუსის 934 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 934 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას 20 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ორი ინფიცირებული კი სხვა დაავადებებით დაიღუპა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში საერთო ჯამში კორონავირუსით 262 631 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 242 569 გამოჯანმრთელდა, 5 339 კი დაიღუპა. სომხური მედია წერს, რომ ქვეყანაში 1 211 ინფიცირებული სხვა დაავადებებს ემსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6 550-ს მიაღწია.