სომხეთში კორონავირუსის 920 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 920 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსის 920 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-სგან 718 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათი საერთო რიცხვი 131 931-ს აღწევს. ამასთან, ქვეყანაში ვირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა. სომხეთში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 3 200-ს სცდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში გამოვლენილია კორონავირუსით დაინფიცირების 153 173 შემთხვევა.