სომხეთში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 897 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 43-ით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

12 ოქტომბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 16 959-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 273 860 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 250 055 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 618 ადამიანი გარდაიცვალა.