სომხეთში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 120 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, გასული დღის განმავლობაში გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა სიკვდილის გამომწვევ მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით სომხური მედია ავრცელებს.

12 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 2 950-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 223 643 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 215 118 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში სულ 5 575 ინფიცირებული გარდაიცვალა, მათგან 1 093 პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

დატოვე კომენტარი