სომხეთში კორონავირუსის 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 916 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 30-ით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

3 ნოემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 30 340-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 321 243 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 282 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 6 700 ადამიანი გარდაიცვალა.