სომხეთში კორონავირუსის 756 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი

11:18, 15.09.2021

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 756 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 389 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 22-ით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 412-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 250 559 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 233 910 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 056 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი