სომხეთში კორონავირუსის 715 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი

11:43, 11.10.2020

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 715 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“ 56 451 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 1300-ზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო 45 824 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი