სომხეთში კორონავირუსის 692 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 370 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 692 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 370 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 692 შემთხვევა გამოვლინდა, 370 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 16 პაციენტი, კიდევ ერთის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 6 995 ტესტი ჩატარდა.

28 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 240 953 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 225 963 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 82 ადამიანი გარდაიცვალა. 1 152-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.