სომხეთში კორონავირუსის 683 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 683 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 683 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 315 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, შვიდით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტოს მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 8 570-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 239 739 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 225 234 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 785 ადამიანი გარდაიცვალა.