სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 636 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 433 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 19-ით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
2 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 9 625-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 243 386 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 227 726 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 876 ადამიანი გარდაიცვალა.