სომხეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:41, 21.04.2020

სომხეთში ახალი კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო ოდენობა 1401-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში აღნიშნულ ვირუსს სულ 24 პაციენტი ემსხვერპლა, მათ შორის ორი გასული 24 საათის განმავლობაში დაიღუპა. გარდაცვლილთა ასაკი 88 და 65 წელია.

ამასთან, საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 768 პაციენტი, უკვე გამოჯანმრთელდა 609.

მსგავსი