სომხეთში კორონავირუსის 601 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 601 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 601 შემთხვევა გამოვლინდა, 891 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 26 პაციენტი. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 5 814 ტესტი ჩატარდა.

11 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 272 957 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 249 158 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 575 ადამიანი გარდაიცვალა.