სომხეთში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ შვიდი პაციენტი

11:18, 05.06.2020

სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი პაციენტი კი, გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდობით ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, 5 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 11 817 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 513 ადამიანი, გარდაიცვალა სულ 183 პაციენტი. ამასთან, 69 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა. მკურნალობას განაგრძობს 8 052 ინფიცირებული.

მსგავსი