სომხეთში კორონავირუსის 593 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სომხეთში კორონავირუსის 593 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევები 593-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. საერთო ჯამში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 26 658 პირი.

ვირუსს ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში კი, ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 459 შეადგინა.

ვირუსისგან დღემდე 15 ათასზე მეტი პაციენტი განიკურნა. მკურნალობას განაგრძობს 11 ათასი ინფიცირებული.