სომხეთში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი.

16 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში აღრიცხულია 117 886 შემთხვევა, მათგან 1 788 ლეტალური. იმ პაციენტთა რიცხვი კი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გარდაიცვალნენ 454-ს აღწევს.

საერთო ჯამში სომხეთში „კოვიდ-19“-ზე 465 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა.