სომხეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა რვა პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა რვა პაციენტი

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა პაციენტი. გარდაცვლილთაგან ყველაზე ხანდაზმული 90 წლის მამაკაცია.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 39 102-ს შეადგენს. ვირუსი უკვე დაძლია 30 ათასამდე ადამიანმა, რვა ათასზე მეტი კი მკურნალობას განაგრძობს.