სომხეთში კორონავირუსის 507 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 507 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი

ბოლო 24 საათში, სომხეთში კორონავირუსის 507 შემთხვევა გამოვლინდა, 489 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 14 პაციენტი.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 253 600 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 236 088 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი