სომხეთში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 283 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ხუთით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 აგვისტოს მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 7 350-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 237 249 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 224 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 737 ადამიანი გარდაიცვალა.