სომხეთში კორონავირუსის 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 501 შემთხვევა გამოვლინდა, 398 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 15 პაციენტი, კიდევ სამის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 4 659 ტესტი ჩატარდა.

7 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 245 765 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 229 957 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 939 ადამიანი გარდაიცვალა. 1 167-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.