სომხეთში კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 486-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 178 385 -ს შეადგენს.

ქვეყანაში დღეისთვის რვა ათასამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსს 3255 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ორი გასული დღე-ღამის განმავლობაში.