სომხეთში კორონავირუსის 462 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 462 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 462 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 14 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

27 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 259 007 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 5 264 კოვიდინფიცირებული.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 12 235 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.