სომხეთში კორონავირუსის 453 შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი პაციენტი გარდაიცვალა

11:31, 12.09.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 453 შემთხვევა გამოვლინდა, 487 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი, კიდევ ერთის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 5 227 ტესტი ჩატარდა.

12 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 248 850 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 232 528 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 002 ადამიანი გარდაიცვალა. 1 174-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.

მსგავსი