სომხეთში კორონავირუსის 430 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 430 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 430 შემთხვევა გამოვლინდა, 214 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 7 077 ტესტი ჩატარდა. 14 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 234 227 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 222 397 პაციენტი გამოჯანმრთელდა.