სომხეთში კორონავირუსის 423 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ცხრა პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში კორონავირუსის 423 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 423 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ცხრით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

5 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 9 837-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 245 025 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 229 113 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 911 ადამიანი გარდაიცვალა.