სომხეთში კორონავირუსის 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 411 შემთხვევა გამოვლინდა, 814 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

8 მაისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 219 092 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 204 121 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორინავირუსით სულ 4 225 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 1 038 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.