სომხეთში კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 407 -ით გაიზარდა და 7 დეკემბრის მონაცემებით, 142 344-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში უქმეებზე ტესტები შეზღუდული ოდენობით ტარდება.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს, ვირუსს დღე-ღამის განმავლობაში ემსხვერპლა კიდევ 18 ადამიანი. საერთო ჯამში, დაღუპულია 2 344 პაციენტი.

ასევე 595 აღწევს იმ გარდაცვლილთა რიცხვი, რომლებსაც კორონავირუსის დიაგნოზი ჰქონდათ, თუმცა ლეტალობის მიზეზი სხვა თანმდევი დაავადება გახდა.