სომხეთში კორონავირუსის 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 406 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

6 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის 53 083 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 44 932 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 990 კი დაიღუპა.

ამ დროისთვის, ქვეყნის საავადმყოფოებში 6 859 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.