სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 391 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 139 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ექვსით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 აგვისტოს მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 5 479 შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 233 001 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 221 729 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სომხეთში კორონავირუსით სულ 4 664 ადამიანი გარდაიცვალა.