სომხეთში კორონავირუსის 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი

14:33, 22.08.2021

სომხეთში კორონავირუსის 385 ახალი შემთხვევა აღრიცხეს.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსს ბოლო 24 საათში 15 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა საერთო ოდენობამ 4 752-ს მიაღწია.

კიდევ სამი ინფიცირებული, სხვა თანმხლები დაავადების შედეგად გარდაიცვალა. ასეთი ლეტალური შემთხვევების რიცხვი 1 146 -შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან სომხეთში გამოვლენილია ინფიცირების 237 634 ფაქტი.

მსგავსი