სომხეთში კორონავირუსის 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში კორონავირუსის 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი. გარდაცვლილთაგან ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება აღმოჩნდა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 2 607 ადამიანს ჩაუტარდა. ქვეყანაში ჯამში ვირუსზე 623 311 ტესტია ჩატარებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსით 164 586 ადამიანი დაინფიცირდა. მათ შორის 152 772 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში პანდემიამ 2 992 კოვიდინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.