სომხეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 მაისის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით 5 138 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 221 982 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 211 375 პაციენტი გამოჯანმრთელდა, დაღუპულია 43924 ადამიანი.