სომხეთში კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 32 490 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 581 ადამიანი. ასევე, ქვეყანაში 184 კოვიდინფიცირებული სხვა დაავადებებით გარდაიცვალა.

სომხეთში კორონავირუსისგან 20 729 პაციენტი განიკურნა, ქვეყნის საავადმყოფოებში ამ დროისთვის 10 996 ადამიანი მკურნალობს.