სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 303 შემთხვევა გამოვლინდა, 208 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 6 492 ტესტი ჩატარდა. 6 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 231 625 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 220 825 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 636 ადამიანი გარდაიცვალა. 1 124-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.