სომხეთში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 298 შემთხვევა გამოვლინდა, 218 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 6 405 ტესტი ჩატარდა. 7 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 231 923 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 221 043 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 461 ადამიანი გარდაიცვალა. 1 124-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.