სომხეთში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი
სომხეთში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 17 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 176 ტესტი ჩატარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყანაში 14 924 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 208 818 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 895 ადამიანი.