სომხეთში კორონავირუსის 280 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 280 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, სომხეთში კორონავირუსის 280 შემთხვევა გამოვლინდა, 149 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 6 897 ტესტი ჩატარდა. 4 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 230 993 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 220 438 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 625 ადამიანი გარდაიცვალა. 1 122-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.

დატოვე კომენტარი