სომხეთში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 4 661 ტესტი ჩატარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 172 058 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 192 ადამიანი.