სომხეთში კორონავირუსის 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 264 შემთხვევა გამოვლინდა, 199 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი, კიდევ ორის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 5 900 ტესტი ჩატარდა. 30 ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 229 867 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 219 701 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 608 ადამიანი გარდაიცვალა. 1 121-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.

დატოვე კომენტარი