სომხეთში კორონავირუსის 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 243 შემთხვევა გამოვლინდა, 163 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 6 251 ტესტი ჩატარდა. 31 ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 230 110 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 219 864 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 614 ადამიანი გარდაიცვალა. 1 121-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.