სომხეთში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 446 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 13-ით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

6 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 9 617-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 245 264 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 229 559 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 924 ადამიანი გარდაიცვალა.