სომხეთში კორონავირუსის 211 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში კორონავირუსის 211 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 211 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 167 937 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3114 ადამიანი.