სომხეთში კორონავირუსის 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:49, 23.09.2020

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოდენობა 210-ით გაიზარდა და დღეისათვის 47 877 შეადგენს.

ვირუსს გასული დღე-ღამის განმავლობაში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კი გარდაცვლილია 942 ადამიანი. დღემდე მკურნალობას განაგრძობს 3 600-ზე მეტი პაციენტი.

მსგავსი