სომხეთში კორონავირუსის 209 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი

11:11, 02.08.2020

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 209 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი კი, გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცლებს.

ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსი 39 050 ადამიანს დაუდგინეს. ამ ეტაპზე, მკურნალობას განაგრძობს 8 318 პაციენტი, 29 750-მა პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა,

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ 19“-ს 754 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი