სომხეთში კორონავირუსის 2 307 შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში კორონავირუსის 2 307 შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 307 შემთხვევა გამოვლინდა, 962 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 38 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 302 450 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 264 678 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი