სომხეთში კორონავირუსის 2 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 2 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 146 შემთხვევა გამოვლინდა, 1 134 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 42 პაციენტი. კიდევ ხუთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები დასახელდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 18 598 ტესტი ჩატარდა. 22 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 291 052 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 258 486 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 944 ადამიანი გარდაიცვალა. 1 248 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.

დატოვე კომენტარი