სომხეთში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ინფიცირებული
სომხეთში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ინფიცირებული

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, გარდაცვლილთა შორის სამი „კოვიდ-19“-ით დაიღუპა, ხოლო ორი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 224-ია.

3 სექტემბრის მდგომარეობით, სომხეთში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 44 271 შემთხვევა. მათგან ჯამში 38 855 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 158 პაციენტი, მათგან 271 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.