სომხეთში კორონავირუსის 189 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 189 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 189 შემთხვევა გამოვლინდა, 1 072 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 21 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

29 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 338 120 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 316 198 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი