სომხეთში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 187 ადამიანს დაუდასტურდა. „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა ხუთი ადამიანი. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

საერთო ჯამში, სომხეთში პანდემიის პერიოდში გამოვლინდა ვირუსის 45 862 შემთხვევა. 41 659 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 3005 პაციენტი ამჟამად მკურნალობას განაგრძობს.