სომხეთში კორონავირუსის 181 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 181 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 181 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 38 პაციენტი, შვიდი ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

5 ოქტომბრის მდგომარეობით, სომხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის სულ 52 677 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 44 710 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კოვიდინფიცირებული 1 306 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან 302 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.